Global Coverage

Visit this country's website View our global coverage

[ქართული] Insights Online-ის კონფიდენციალურობის ცნობა

Insights-ის კონფიდენციალურობის ზოგადი დებულება

თქვენ წინაშეა Insights-ის კონფიდენციალურობის დებულება („დებულება“).

წინამდებარე დებულება:

  • რომელიც გაცნობებთ, როგორ დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს შეკითხვების ან პრობლემების შემთხვევაში, ან თქვენი უფლებების გამოსაყენებლად; და
  • გაცნობებთ, როგორ შეიტანოთ საჩივარი.
  • შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენ შესახებ, თუ როგორ და რატომ ვაგროვებთ, ვინახავთ, ვიყენებთ თუ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (იგივეა, რაც „პერსონალური მონაცემები“).
  • განმარტავს თქვენს უფლებებს თქვენსავე პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში

თუ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას სხვა პირის შესახებ ან მისი სახელით, მას აუცილებლად უნდა შეატყობინოთ, რას და რატომ გვიზიარებთ, და აცნობოთ ამ დებულების თაობაზე.  გთხოვთ, არ მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია, თუ ამის უფლება არ გაქვთ.

დებულების ბოლოს წარმოდგენილია ლექსიკონი, რომლის მიზანია, დაგეხმაროთ ჩვენ მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტერმინის გაგებაში.  დებულებაში ნახსენები უცხო სიტყვები და ტერმინები ჰიპერმითითებების მეშვეობით არის დაკავშირებული ლექსიკონთან.  თუ წინამდებარე დებულებაში არის რაიმე, რაც არ გესმით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

ამ დებულებასთან ერთად, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ჩვენ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ დებულებას, რომელიც შეეხება კონფიდენციალურობას ან მონაცემების სამართლიანად დამუშავების პრინციპს, რათა იცოდეთ, როგორ და რატომ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს. წინამდებარე დებულება წარმოადგენს სხვა დებულებებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის დანამატს და მიზნად არ ისახავს მათ გაბათილებას.

 

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ კომპანია Insights Learning & Development Limited, რომელიც რეგისტრირებულია შოტლანდიაში შემდეგ მისამართზე: Terra Nova, 3 Explorer Road, Technology Park, Dundee, DD2 1EG. კომპანიის სარეგისტრაციო ნომერია SC107074.   წინამდებარე დებულებაში ხსენებული „ჩვენ“ „ჩვენი“, „ჩვენს“ ან „Insights“ აღნიშნავს Insights Learning & Development Limited-ს და მის შესაბამის ფილიალებს. შვილობილი კომპანიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.  Insights არის „კონტროლიორი“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

ეს დებულება არეგულირებს წესებს მხოლოდ Insights-ის მიერ შეგროვებულ და დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში.  ის არ არეგულირებს მესამე მხარეების წესებს. ასეთ მესამე მხარეებს, რომლებსაც Insights არ ფლობს ან აკონტროლებს, შესაძლოა წარმოადგენდნენ ჩვენი პირდაპირი კლიენტები და/ან პარტნიორები.

ჩვენ დავნიშნეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერი (DPO), რომელიც პასუხისმგებელია ამ დებულებასთან დაკავშირებული შეკითხვების განხილვაზე.  თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ დებულებასთან დაკავშირებით ან გსურთ ისარგებლოთ თქვენი კანონიერი უფლებებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.

 

Insights-ისა და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.

წინამდებარე დებულებაში შეტანილი ცვლილებები და თქვენი მოვალეობა, შეგვატყობინოთ ცვლილების შესახებ

 

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სამოქმედო პროცესები და რეგულარულად გადავამოწმოთ წინამდებარე დებულება.  წინა ვერსიების მიღება შესაძლებელია ჩვენთან დაკავშირებით.

შეიძლება დროდადრო დაგვჭირდეს ამ დებულების განახლება.შევეცდებით გაცნობოთ განახლებების შესახებ ჩვენი ვებგვერდის, აპლიკაციების და/ან თქვენ მიერ მოწოდებული ელფოსტის მისამართის მეშვეობით.  ასევე გთხოვთ, შეამოწმოთ ჩვენი ვებგვერდები და მიიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ განახლებაზე, რომელიც შეიძლება თქვენთან იყოს დაკავშირებული.

ჩვენთვის მოწოდებული თქვენი პერსონალური მონაცემები უნდა იყოს განახლებული და ზუსტი. გვაცნობეთ, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები შეიცვლება ჩვენთან ურთიერთობის პროცესში.  თქვენი პერსონალური მონაცემების განახლებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს.

 

მესამე მხარესთან კავშირები და მომხმარებლები

Insights ხშირად პირდაპირ გაწვდით Insights-ის პროდუქტებს მოხსენების, სემინარის, გამოცდილების და/ან სასწავლო ღონისძიების სახით („Insights-ის ღონისძიება“).   თუმცა, ასევე საშუალებას ვაძლევთ მომხმარებლებს, თავად მოგაწოდონ Insights-ის პროდუქტები Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსის მეშვეობით.

თქვენი დამსაქმებელი/ორგანიზაცია

Insights უფლებამოსილებას ანიჭებს პირებს, რომ მოგაწოდონ Insights-ის ღონისძიებები (ან ხელი შეუწყონ მათ ჩატარებას), რომლებიც მოიცავს Insights-ის პროდუქტებს.  თუ ავსებთ Insights Discovery Evaluator-ს ან ესწრებით Insights-ის ღონისძიებას, რომელსაც ხელს უწყობს ან ატარებს თქვენი კოლეგა, სავარაუდოდ, თქვენმა დამსაქმებელმა გადაიხადა მისი აკრედიტაციის საფასური, რათა ამ პირმა მიაწოდოს Insights-ის პროდუქტები თქვენს დამსაქმებელს/ორგანიზაციას.   თქვენს დამსაქმებელს/ორგანიზაციას ვუწოდებთ ჩვენს „პირდაპირ კლიენტს“, ხოლო Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსებს თქვენი დამსაქმებელი კომპანიის ან ორგანიზაციის შიგნით ეწოდებათ „Client Practitioners“.

ჩვენ Insights-ის პროდუქტებს ვაწვდით Client Practitioners-ს ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. იმის მიუხედავად, რომ Client Practitioners Insights-ის მიერ არიან აკრედიტებულნი, როგორც თქვენი დამსაქმებლის/ორგანიზაციის თანამშრომლები, ისინი იმყოფებიან ჩვენი პირდაპირი კლიენტის კონტროლის ქვეშ და შეუძლიათ იხელმძღვანელონ პირდაპირი კლიენტის ინსტრუქციებით.    თუ თქვენი დამსაქმებელი/ორგანიზაცია ავალებს ან ნებართვას აძლევს Client Practitioner-ს, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ისე, როგორც ამ დებულებით არ არის გათვალისწინებული, მას ამისთვის უნდა ჰქონდეს კანონიერი საფუძველი და უნდა მოგაწოდოთ კონფიდენციალურობის სხვა დებულება ან განაცხადი ამგვარი დამუშავების თაობაზე. გირჩევთ წაიკითხოთ კონფიდენციალურობის ყველა დებულება და/ან განაცხადი, რომელსაც ჩვენგან მიიღებთ.

თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი დამსაქმებელი/ორგანიზაცია სწორად ამუშავებს Insights-ის მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მათ ჩვენთან ინფორმაციის გამოგზავნამდე.

Insights არ არის პასუხისმგებელი, თუ პირდაპირი კლიენტები, Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსები, ადმინისტრატორები, პარტნიორები ან სხვა მხარეები მონაცემებს ამუშავებენ ამ დებულებაში წარმოჩენილი მიზნებისაგან განსხვავებული განზრახვით.

 

პარტნიორები

Insights ზოგჯერ აწვდის Insights-ის პროდუქტებს მესამე მხარეებს, რომლებმაც შეიძლება შეიტანონ ეს პროდუქტები (მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი პირადი პროფილები,  Team Wheels და სხვა) საკუთარ პროგრამებში, პროდუქტებში და/ან მომსახურებაში.  მართალია, ამ დებულებაში მითითებული მიზნებისთვის, მათ ვუზიარებთ თქვენს პირად პროფილებს,  ფერთა არჩევანს, Team Wheel-ს ან Insights-ის სხვა პროდუქტებს, მაგრამ ამ მესამე მხარეებს (შემდგომში, „პარტნიორებს“) Insights არ აკონტროლებს.

როგორც დამოუკიდებელი კონტროლიორები, პარტნიორები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ შესაბამისობაში იყვნენ მონაცემთა დაცვის კანონებთან, მათ შორის ინფორმაციის დაცვის მოთხოვნებთან.   პარტნიორი აუცილებლად უნდა გაგეცნოთ და გითხრათ, როგორ და რატომ ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. ასევე, მან უნდა გაცნობოთ, რა კანონიერი საფუძველი აქვს მონაცემთა დამუშავებისთვის (თუ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებიდან გადაუხვევს).   გირჩევთ წაიკითხოთ კონფიდენციალურობის ყველა დებულება და/ან განაცხადი, რომელსაც მიიღებთ.  კონფიდენციალურობის დებულებებმა და განაცხადებმა, რომლებსაც გაწვდით  პარტნიორი, უნდა განმარტოს, როგორაა Insights-ის პროდუქტები ჩართული პარტნიორის პროგრამებში, პროდუქტებსა და/ან მომსახურებაში, როგორ და რატომ იყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა კანონიერი საფუძველი აქვს მათი დამუშავებისთვის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ჩვენი რომელიმე პარტნიორი სწორად ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, პირდაპირ მათ უნდა მიმართოთ, თუმცა, გთხოვთ, ჩვენც შეგვატყობინოთ ამის შესახებ. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ასეთ საკითხებს, ამიტომ ყურადღებით ვეცნობით და განვიხილავთ ყველა საჩივარს.

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებგვერდებზე, დამატებით პროგრამულ მოდულებსა და აპლიკაციებზე. ამ ბმულებზე გადასვლით შესაძლოა მესამე მხარეებს მისცეთ თქვენი მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების საშუალება. ჩვენ არ ვმართავთ მესამე მხარეების ვებგვერდებს და არ ვართ პასუხისმგებელი მათ კონფიდენციალურობის განაცხადებზე. როდესაც გახვალთ ჩვენი ვებგვერდიდან, გირჩევთ გაეცნოთ ყველა სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელზეც შეხვალთ.

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც თქვენ შესახებ ვაგროვებთ

ჩვეულებრივ, პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან, როდესაც იყენებთ ჩვენს პროდუქტებსა და/ან მომსახურებას. თუმცა, შეიძლება ინფორმაცია შევაგროვოთ მესამე მხარისგანაც.

ჩვენი პროდუქტები არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის და შეგნებულად არ ვაგროვებთ მათ პერსონალურ მონაცემებს.

შეგვიძლია შევაგროვოთ, გამოვიყენოთ, შევინახოთ და გადავგზავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შემდეგნაირად დავაჯგუფეთ:

მომხმარებლის შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემები

თუ ხართ მომხმარებელი, შეიძლება შევაგროვოთ:

  • პირადი დეტალები (სრული სახელი, მომხმარებლის სახელი ან მსგავსი იდენტიფიკატორი, წოდება, თანამდებობა, პოზიცია, სტაჟი);
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ანგარიშსწორებისა და მიწოდების მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი);
  • ფინანსური მონაცემები (საბანკო ანგარიშისა და გადახდის ბარათის დეტალები);
  • ტრანსაქციის მონაცემები (გადახდის დეტალები, რომლებიც ეხება ჩვენგან შეძენილ პროდუქტებსა და მომსახურებას);
  • ტექნიკური დეტალები (ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, სისტემაში შესვლის მონაცემები, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, ასევე სხვა ტექნოლოგიები იმ მოწყობილობაზე, რომელსაც იყენებთ ჩვენს ვებგვერდებსა და მომსახურებაზე წვდომისთვის);
  • გამოყენების მონაცემები (ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებგვერდებს, პროდუქტებსა და მომსახურებას);
  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ჩვენს ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი ფორმის საშუალებით, იქნება ეს Insights Online, Insights Connections, თუ სხვა;
  • ნებისმიერი უკუკავშირი, რომელსაც გვაწვდით ჩვენს პროდუქტებთან და/ან მომსახურებასთან დაკავშირებით;
  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ჩვენთან დაკავშირებისას;
  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით, როდესაც გსურთ ჩვენი მომსახურების შესახებ სიახლეების გამოწერა; და
  • მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის მიერ შეგროვებული მონაცემები (მარკეტინგული მომსახურების, კომუნიკაციისა და ქუქი-ფაილების გამოყენების პრეფერენციები, ასევე, ჩვენს მარკეტინგულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მაგალითად, დაწკაპუნების სიხშირე).

როდესაც მოქმედებთ მომხმარებლის სახელით, ჩვენ ვაგროვებთ ზემოთ აღნიშნულ პერსონალურ მონაცემებს იმის მიხედვით, ამჟამად მომხმარებლის სახელით მოქმედებთ თუ უშუალოდ ხართ ჩართული შესაბამის აქტივობაში.  მაგალითად: თუ დასახელებული ხართ კომპანიის ბარათის ან საბანკო ანგარიშის მომხმარებლად, რომელიც გამოიყენება პროდუქტების და/ან მომსახურების შესაძენად, ვამუშავებთ მხოლოდ თქვენი პირადობის დამადასტურებელ მონაცემებს, ხოლო თუ ჩართული ხართ მოლაპარაკების პროცესში, რომელიც ეხება ხელშეკრულების გაფორმებას, ვამუშავებთ საკონტაქტო ინფორმაციასა და პირადობის დამადასტურებელ მონაცემებს თქვენთან მოლაპარაკების წარმოების მიზნით.

პერსონალურ მონაცემებს, როგორც წესი, ვაგროვებთ:

  • სახელშეკრულებო ურთიერთობის პროცესში ან მის დაწყებამდე, როცა გსურთ ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება ან მათი შეძენა;
  • პროდუქციის და/ან მომსახურების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისას ან ხელშეკრულების გაფორმებისას;
  • როდესაც ავსებთ მომწოდებლის მიერ გამოგზავნილ კითხვარს ან სხვა ფორმას, რომლითაც ჩვენ გვაფასებთ;
  • როდესაც პრობლემის თაობაზე გვატყობინებთ;
  • როდესაც აფორმებთ შეკვეთას ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით ან სხვაგვარად;
  • როდესაც ავსებთ ფორმებს ჩვენს ვებგვერდზე ან ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მიღების მიზნით (ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირებისას, სერვისების გამოწერისას, მასალების განთავსებისას ან დამატებითი მომსახურების მიღებისას);
  • როდესაც მონაწილეობთ ჩვენ მიერ დაფინანსებულ კონკურსში ან სარეკლამო ღონისძიებაში;
  • როდესაც გვიკავშირდებით, გვატყობინებთ პრობლემის შესახებ, გვაწვდით უკუკავშირს ან ავსებთ გამოკითხვის ფორმას;
  • როდესაც თანხას გვირიცხავთ ვებგვერდის გამოყენებით ან შეკვეთებს აფორმებთ ტელეფონით თუ ელექტრონული ფოსტით; და
  • როდესაც ჩვენს რომელიმე დაწესებულებაში ვიზიტს გეგმავთ და თქვენგან ინფორმაციას ვაგროვებთ (მაგალითად, ხანძრის შემთხვევაში, შეიძლება დაგვჭირდეს ვიდეო ჩანაწერების შემოწმება).

წინამდებარე დებულების მიზნებისთვის, პარტნიორებს წარმოადგენენ „მომხმარებლები“ და ჩვენი პირდაპირი კლიენტები.

მონაწილის პერსონალური მონაცემები

როდესაც ავსებთ Insights Discovery Evaluator-ს, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

  • თქვენი სრული სახელი;
  • თქვენი სამუშაო ელფოსტის მისამართი;
  • სახელი, რომლითაც სხვები გიცნობენ;
  • კომუნიკაციისთვის სასურველი ენა;
  • ნაცვალსახელი, რომლითაც გსურთ რომ მოგიხსენიოთ;
  • საცხოვრებელი ქვეყანა (სურვილისამებრ);
  • ასაკი (სურვილისამებრ);
  • თანამდებობა (სურვილისამებრ);
  • შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა (სურვილისამებრ);
  • სამუშაო დონე (სურვილისამებრ);
  • სექტორი (სურვილისამებრ);
  • ქვე-სექტორი (სურვილისამებრ);
  • თქვენი პასუხები Insights Discovery Evaluator-ზე;
  • თქვენი პირადი პროფილი;
  • თქვენი ფერთა არჩევანი; და
  • თქვენი პოზიცია Team Wheel-ზე

ჩვენ ასევე ვაგროვებთ პირდაპირ თქვენგან მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ავსებთ ფორმებს, გვაწვდით უკუკავშირს ჩვენს პროდუქტებზე და/ან მომსახურებაზე, გვიკავშირდებით ფოსტით, ელფოსტით, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.

The  Insights Discovery Evaluator

ისეთი პროდუქტების შესაქმნელად, როგორიცაა პირადი პროფილი და  Team Wheel, გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება კითხვარის მეშვეობით, რომელიც ვუწოდეთ „Insights Discovery Evaluator”.  ეს ფსიქომეტრიული ხელსაწყო იყენებს მარტივ და დასამახსოვრებელ ფერთა მოდელს, რათა დაეხმაროს ადამიანებს შეიცნონ თავიანთი სტილი, ძლიერი მხარეები და ღირებულებები, რომლითაც გუნდს აძლიერებენ.

Insights Discovery Evaluator შედგება რამდენიმე განაცხადისგან, რომლებიც გამოიყენება თქვენი პიროვნების გასაცნობად და/ან ხედვების გამოსარკვევად. პასუხები მუშავდება ალგორითმით, რომელიც შევქმენით ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების განვითარების გზაზე მიღებულ ათწლეულების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამგვარად იქმნება თქვენი პირადი პროფილი.

ჩვენ ვინახავთ Insights Discovery Evaluator-ზე გაცემული თქვენი პასუხების ასლს, რათა:

  • ხელახლა შევქმნათ თქვენი პირადი პროფილი (იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ასლის მიღებას მოისურვებთ ან Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი მოითხოვს ასლს თქვენთვის Insights-ის ღონისძიებაზე დასწრების უფლების მოსაცემად);
  • ხელახლა შევქმნათ ან განვაახლოთ Team Wheel (იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ახალი წევრის დამატება საჭირო გახდება, ან მოისურვებთ Team Wheel-ის ასლის მიღებას);
  • ერთმანეთს შეადაროთ თქვენი ძველი და ახალი პასუხები და, ამგვარად, თვალყური ადევნოთ სწავლის პროცესში განვლილ გზას;
  • დაგეხმაროთ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში; და
  • საშუალება მივცეთ Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს , ჰქონდეს თქვენთან კავშირი სასწავლო პროცესში.

ამგვარად, ჩვენ გვეძლევა საშუალება მოგემსახუროთ, ხოლო თქვენ — ისარგებლოთ Insights-ის პროდუქტებით Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსის დახმარებით.

ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ Insights-ის პროდუქტები (თქვენს პერსონალურ მონაცემებთან ერთად) Insights-ის რამდენიმე აკრედიტებულ პრაქტიკოსს ერთზე მეტ შემთხვევაში (ანუ თქვენს პირად პროფილს მივაწვდით Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს, რათა მან გამოგიგზავნოთ Insights-ის ღონისძიების მოსაწვევი.   გთხოვთ, გაითვალისწინოთ: Insights-ის ღონისძიებას შეიძლება დაესწრონ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული თქვენს დამსაქმებელთან და/ან ორგანიზაციასთან).

პროფილის შედგენა

იმის მიუხედავად, რომ Insights Discovery Evaluator-ზე გაცემული თქვენი პასუხები გამოიყენება პირადი პროფილისა და Team Wheel-ის შესადგენად, ჩვენ არ „ვადგენთ პროფილს“ იმგვარად, როგორც ეს აღწერილია მონაცემთა დაცვის კანონში, რადგან თქვენ შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას არ ვიყენებთ ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად.

როგორ გავაუქმოთ Team Wheels ან პირადი პროფილები?

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვალდებული არ ხართ მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები.  თუ არ გსურთ პირადი პროფილის შექმნა, გთხოვთ, არ შეავსოთ Insights Discovery Evaluator, რადგან შევსების შემდეგ პირადი პროფილი ავტომატურად შეიქმნება.

როგორც კი პირადი პროფილი შეიქმნება და დაიბეჭდება, თქვენი პერსონალური მონაცემები გაზიარდება Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსთან  ან ადმინისტრატორებთან. მართალია, შეგვიძლია წავშალოთ ჩვენთან შენახული ნებისმიერი ასლი, მაგრამ ვერ გავაკონტროლებთ ბეჭდურ ან ელექტრონულ ასლებს, რომლებიც ინახება თქვენს დამსაქმებელთან, ორგანიზაციასთან, Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსთან ან ადმინისტრატორებთან. აქედან გამომდინარე, თქვენც უნდა მოსთხოვოთ Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს და/ან ადმინისტრატორს ყველა იმ ასლის წაშლა, რომლებსაც საკუთარ სისტემებში ინახავენ.  Insights არ აკონტროლებს და არც პასუხს აგებს პირად პროფილებზე , რომლებიც არ ინახება ჩვენს შიდა სისტემებში.

თქვენ უფლება გაქვთ, უარი თქვათ  Team Wheel-ში მონაწილეობის მიღებაზე.  თუ უარს იტყვით  Team Wheel-ში მონაწილეობაზე, Insights-ის ღონისძიებაზე სრული პრივილეგიებით ვერ ისარგებლებთ.    Team Wheel-ში მონაწილეობაზე უარის თქმა შეგიძლიათ ელფოსტით: dpo@insights.com ან Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსისთვის შეტყობინების გაგზავნით.

როგორც კი  Team Wheel შეიქმნება და დაიბეჭდება, თქვენი პერსონალური მონაცემები გაზიარდება გუნდის სხვა წევრებთან და/ან თქვენს დამსაქმებელთან ან ორგანიზაციასთან.  შეგვიძლია წავშალოთ თქვენი პოზიცია Team Wheel-ის ახალი ელექტრონული ასლების შექმნისას, მაგრამ ვერ ამოვშლით უკვე არსებული ბეჭდური თუ ელექტრონული ასლებიდან, რომლებსაც ჩვენგან დამოუკიდებლად ინახავს თქვენი დამსაქმებელი, ორგანიზაცია ან Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი .  ამიტომ, აუცილებლად გვაცნობეთ, რომ გსურთ დაუყოვნებლივ ამოგშალოთ, თუ უკვე მონაწილეობთ Team Wheel-ში და მოითხოვეთ არსებული Team Wheel-დან ამოშლა, რომელსაც ინახავს თქვენი დამსაქმებელი, ორგანიზაცია და/ან Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი. Insights არ აკონტროლებს და არც პასუხს აგებს Team Wheel-ზე, რომელიც არ ინახება ჩვენს შიდა სისტემებში.

თუ გადაწყვეტთ, არ მოგვაწოდოთ ან წაგვაშლევინოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ამან შეიძლება შეგვაყოვნოს ან ხელი შეგვიშალოს ზოგიერთი პროდუქტის და/ან მომსახურების მოწოდებაში. ასევე, ჩვენი პროდუქტებისგან და/ან მომსახურებისგან ვეღარ მიიღებთ სრულ სარგებელს.  ამის მიუხედავად, თქვენ არ ხართ ვალდებული, მოგვაწოდოთ ჩვენგან მოთხოვნილი პერსონალური მონაცემები და სრული უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მათი წაშლა.

პერსონალური მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსებისგან და ადმინისტრატორებისგან (მათ შორის, Insights Discovery-ს აკრედიტაციაში მონაწილე პირებისგან).

თუ თქვენ წარმოადგენთ Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს  და/ან Insights-ის ადმინისტრატორს, გაითვალისწინეთ, რომ გროვდება შემდეგი სახის მონაცემები:

  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, თანამდებობა, ელფოსტის მისამართი, კომპანიის დეტალები);
  • თქვენი დამსაქმებლის სახელი ან ორგანიზაციის დასახელება;
  • პერსონალური მონაცემები, რომლებსაც გვაწვდით Insights Online-ის ან Insights Connections-ის ანგარიშის შესაქმნელად;
  • შესვლისა და მომსახურების გამოყენების მონაცემები, როდესაც შედიხართ Insights Online-ზე ან Insights Connections-ზე;
  • პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ტვირთავთ Insights Connections-ზე;
  • თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელსაც გვაწვდით ნებისმიერი ფორმის შევსებისას, ჩვენს პროდუქტებზე და/ან მომსახურებაზე უკუკავშირის მოწოდებისას, ჩვენთან დაკავშირებისას და ა.შ;
  • ინფორმაცია თქვენი დასაქმების შესახებ (მაგალითად, თუ წარმოადგენთ Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს, რომელიც Insights-ის პროდუქტების მიწოდებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი კომპანიის შიგნით, თქვენ მიერ სამსახურის შეცვლის შემთხვევაში, მივიღებთ შეტყობინებას);
  • მისამართი, რომელზეც გსურთ, რომ Insights-მა გამოგიგზავნოთ ნებისმიერი ნაბეჭდი რესურსი, მასალა და/ან საქონელი; და
  • თქვენი, როგორც Insights-ის პრაქტიკოსის აკრედიტაციის დეტალები.

თუ წარმოადგენთ კლიენტის ადმინისტრატორს, ასევე შეიძლება შევაგროვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, დამსაქმებლის სახელი და შესვლის მონაცემები.

მესამე მხარეები

ჩვენ მივიღებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა მესამე მხარისგან.

თუ წარმოადგენთ მონაწილეს, შეიძლება მივიღოთ პერსონალური მონაცემები:

თუ წარმოადგენთ მომხმარებელს, შეიძლება მივიღოთ პერსონალური მონაცემები:

  • თქვენი ბანკისგან, სამშენებლო კავშირი, საფინანსო დაწესებულებისგან ან მრჩევლისგან (თუ კომპანიის ანგარიშზე მითითებულ მომხმარებელს წარმოადგენთ, საჭიროების შემთხვევაში, თქვენგან მოვითხოვთ თანხმობას);
  • საკრედიტო დაწესებულებებისგან ან კლიენტის აუდიტის პროვაიდერებისგან (თუ მითითებული ხართ მომხმარებლად კომპანიის ბარათზე ან ანგარიშზე, რომელიც გამოიყენება მომსახურების შესაძენად, არ ვაწარმოებთ ფიზიკური პირების საკრედიტო შემოწმებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ბიზნესს ექსკლუზიურად ფლობთ);
  • თქვენი დამსაქმებლისგან ან ორგანიზაციისგან (მაგალითად, თუ მონიშნული ხართ საქმიან ელექტრონულ წერილებში ან მითითებული ხართ, როგორც მომხმარებლისკონტაქტი); და 
  • საჯარო წყაროებიდან (მაგალითად, Companies House, LinkedIn-ის გვერდი ან თქვენი ვებგვერდი).

თუ წარმოადგენთ Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს, შეიძლება მივიღოთ პერსონალური მონაცემები:

ტექნიკური მონაცემები

ზოგადად, ტექნიკური მონაცემები შეიძლება მივიღოთ შემდეგი მესამე მხარეებისგან ან საჯარო წყაროებიდან:

  • ანალიტიკის პროვაიდერებისგან (მაგალითად, Google დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ);
  • ღონისძიების ორგანიზატორებისგან (როგორიცაა, მაგალითად, CIPD და ATD, როდესაც დარეგისტრირდებით ჩვენს რომელიმე ღონისძიებაზე);
  • ტექნიკური, გადახდისა და მიწოდების სერვისების პროვაიდერებისგან მიღებული ტრანსაქციების ამონაწერები თუ საკონტაქტო და ფინანსური მონაცემები;
  • პირადობის დამადასტურებელი და საკონტაქტო ინფორმაცია მონაცემთა ბროკერებისგან ან შემგროვებლებისგან; და
  • პირადობის დამადასტურებელი და საკონტაქტო მონაცემები საჯარო წყაროებიდან.

ზოგადი პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ

ჩვენს ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის დროს შეგროვებული პერსონალური მონაცემები

ჩვენს ვებგვერდზე უბრალო ვიზიტისას თქვენგან არ მოითხოვება პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა (თუმცა, ჩვენი ქუქი-ფაილების საშუალებით გროვდება გარკვეული პირადი მონაცემები ქუქი-ფაილების პოლიტიკის შესაბამისად). ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს ან სხვა ელექტრონულ სერვისებს. როდესაც ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, ამის შესახებ გატყობინებთ ეკრანზე ამომხტარი ეკრანის მეშვეობით. ამგვარად მოპოვებულ მონაცემებს ვიყენებთ ქუქი-ფაილების პოლიტიკის შესაბამისად. 

თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ბრაუზერის პარამეტრები ისე, რომ ქუქი-ფაილების გამოყენება შეიზღუდოს ან არ მოხდეს. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ გაფრთხილება, თუკი ვებგვერდები გამოიყენებს ან დაუკავშირდება ქუქი-ფაილებს. თუ გამორთავთ ქუქი-ფაილებს ან უარს იტყვით მათზე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ვებგვერდის და/ან სხვა მომსახურების ზოგიერთი ნაწილი შეიძლება მიუწვდომელი გახდეს ან/და შეიზღუდოს.

თუ გსურთ დარეგისტრირდეთ ღონისძიებებზე დასასწრებად, მიიღოთ მარკეტინგული მასალები ან სხვაგვარად გამოხატოთ ინტერესი ჩვენი ვებგვერდიდან რომელიმე პროდუქტის და/ან მომსახურების შეძენის თუ მიღების თაობაზე, თქვენგან მოწოდებულ ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს შევინახავთ.  როდესაც ჩვენს ვებგვერდზე იყენებთ საკომუნიკაციო სერვისებს („Insights გიპასუხებს“ ან „დაგვიკავშირდით“) კითხვების დასასმელად ან პრობლემების შესატყობინებლად, იმ პერსონალურ მონაცემებსაც ვაგროვებთ, რომლებსაც ამ ფუნქციების მეშვეობით გვაწვდით.

ავტომატიზებული ტექნოლოგიები ან ინტერაქციები

როდესაც ჩვენს ვებგვერდზე შემოდიხართ, ავტომატურად ვაგროვებთ ტექნიკურ მონაცემებს თქვენი აღჭურვილობის, ბრაუზერის აქტივობებისა და შაბლონების შესახებ. ამ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ ქუქი-ფაილების, სერვერის ჟურნალების და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე, თუ ეწვევით სხვა ვებგვერდს, რომელიც ჩვენს ქუქი-ფაილებს იყენებს, შესაძლოა, ამასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემებიც მივიღოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.

შეგროვებული მონაცემები

სხვადასხვა მიზნისთვის მოვიპოვებთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ შეგროვებულ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება სტატისტიკური ან დემოგრაფიული ხასიათის იყოს. შეგროვებული ინფორმაცია მოიპოვება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გზით, თუ კანონით ეს არ ითვლება პირად ინფორმაციად, რადგან არ ავლენს თქვენს იდენტობას პირდაპირ ან ირიბად. მაგალითად, შეიძლება მოვიპოვოთ თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების მონაცემები, რათა გამოვთვალოთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მომხმარებელთა რამდენი პროცენტი სტუმრობს პირად პროფილებს ან გავაანალიზოთ, როგორ ხდება ვებგვერდის მოხმარება. თუმცა, თუ შეგროვებულ მონაცემებს გავაერთიანებთ ან დავაკავშირებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან ისე, რომ მოხდეს თქვენი პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიცირება, კომბინირებულ ინფორმაციას ჩავთვლით პერსონალურ მონაცემებად და მას გამოვიყენებთ ამ დებულების შესაბამისად.

განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები

როგორც წესი, თქვენ შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს არ ვაგროვებთ (როგორიცაა, მაგალითად, დეტალები თქვენი რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსის, სქესობრივი ცხოვრების, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებებისა და პროფკავშირის წევრობის შესახებ; ასევე, არ ვინახავთ ინფორმაციას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გენეტიკურ თუ ბიომეტრიულ მონაცემებს). არც თქვენი ნასამართლობის ან ჩადენილი დანაშაულების შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ვაგროვებთ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, წინასწარ გატყობინებთ ამის თაობაზე.

როგორ და რატომ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ამის კანონიერი საფუძველი. ყველაზე ხშირად თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგ გარემოებებში:

  • როდესაც გვჭირდება ხელშეკრულების შესრულება, რომელიც ძალაში ახლა შედის ან უკვე შესულია;
  • როდესაც ეს საჭიროა ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესებისთვის, თქვენი ინტერესები და ძირითადი უფლებები კი არ უგულებელყოფს ამ ინტერესებს; და
  • როდესაც გვჭირდება სამართლებრივი ვალდებულების შესრულება.

როგორც წესი, თანხმობას არ ვიყენებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების იურიდიულ საფუძვლად. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოვითხოვოთ თანხმობა, რათა მარკეტინგული კომუნიკაციები დავამყაროთ თქვენთან ელექტრონული ფოსტით ან ტექსტური შეტყობინების საშუალებით.   თუ რაიმე მიზეზით თქვენგან თანხმობას ვითხოვთ, ნებისმიერ დროს გაქვთ გადაწყვეტილების შეცვლისა და უარის თქმის უფლება.  როდესაც თანხმობას მოგთხოვთ, გაცნობებთ, როგორ გააუქმოთ, თუმცა, ეს შეგიძლიათ ელექტრონული წერილის გამოგზავნითაც მოითხოვოთ, თუ თქვენთვის უფრო ადვილია.

თუ წარმოადგენთ კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებულ ფიზიკურ პირს, რომლისგანაც თანხმობა გვჭირდება მონაცემების დასამუშავებლად, მათ შეგროვებამდე ან დამუშავებამდე თქვენგან თანხმობას მოვითხოვთ, თუ თქვენი ქმედებები ან უმოქმედობა თანხმობაზე არ მეტყველებს. თანხმობის შესაბამისი ფორმის განსაზღვრისას, ვითვალისწინებთ პერსონალური ინფორმაციის სენსიტიურობას, მისი შეგროვების მიზეზებს და თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, გონივრულ მოლოდინს. პერსონალური მონაცემების ახალი მიზნისთვის გამოყენებისას გაცნობებთ ამის თაობაზე და მოვითხოვთ შესაბამის თანხმობას.

მომხმარებლების პერსონალური მონაცემები (პარტნიორების/დისტრიბუტორების ჩათვლით)

ჩვეულებრივ, პერსონალური მონაცემები გროვდება მომხმარებლებისა და სხვა საქმიანი საკონტაქტო პირებისგან:

  • ჩვენგან პროდუქტებისა და მომსახურების მისაღებად;
  • სახელშეკრულებო ურთიერთობების სამართავად;
  • ანგარიშის ადმინისტრირებისთვის;
  • სამართლებრივი და/ან მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად (მაგალითად, შეიძლება კანონით დაგვეკისროს გარკვეული ფინანსური ჩანაწერების შენახვა); და
  • ჩვენს პროდუქტებზე, მომსახურებასა და ღონისძიებებზე სიახლეების თუ სხვა სახის საინტერესო ინფორმაციის მოსაწოდებლად.

მონაწილის პერსონალური მონაცემები

როგორ წესი, პერსონალური მონაცემები გროვდება მონაწილეებისგან, რათა:

Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსებისგან და ადმინისტრატორებისგან შეგროვებული პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემები Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსებისგან და/ან ადმინისტრატორებისგან ჩვეულებრივ გროვდება:

ზოგადი პერსონალური მონაცემების დამუშავება

ჩვენ ვაგროვებთ ზოგად პერსონალურ მონაცემებს იმის მიხედვით, თუ ვის წარმოადგენთ, მომხმარებელს, კომპანიის საკონტაქტო პირს, მონაწილეს, Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს თუ ადმინისტრატორს.  ზოგადად, აღნიშნული პერსონალური მონაცემები გროვდება, რათა:

  • განვაახლოთ და გავაუმჯობესოთ შიდა პროცესები თუ ანგარიშების წარმოება;
  • უზრუნველვყოთ შიდა კორპორაციული პოლიტიკის დაცვა;
  • ჩავატაროთ კვლევა და მივიღოთ უკუკავშირი ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
  • შევამოწმოთ და წარმოვაჩინოთ, რომ შესაბამისობაში ვართ კანონთან და/ან მომხმარებლებთან დადებულ ხელშეკრულებებთან;
  • გამოვიყენოთ ის აკრედიტაციის პროცესში (ამისთვის, როგორც წესი, გვჭირდება აგრეგირებული მონაცემები);
  • დავამუშაოთ პერსონალური მონაცემები სტატისტიკური ან დემოგრაფიული მონაცემების ანალიზის ჩასატარებლად;
  • დავიხმაროთ ის აუდიტის პროცესში (როგორიცაა, მაგალითად, ჩვენს პლატფორმებთან დაკავშირებული უსაფრთხოების აუდიტი);
  • ვუპასუხოთ თქვენგან შემოსულ შეკითხვებს ან წერილებს; და
  • გამოვიყენოთ მარკეტინგული მიზნებისთვის.

თუ გსურთ დეტალურად გაიგოთ, როგორ ვაპირებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას და რომელ საკანონმდებლო ჩარჩოს ვეყრდნობით, გთხოვთ, გამოგზავნოთ ელექტრონული წერილი მისამართზე: dpo@insights.com.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად შეიძლება გვქონდეს ერთზე მეტი კანონიერი საფუძველი, იმის მიხედვით, კერძოდ რა მიზნით ვიყენებთ ამ პერსონალურ მონაცემებს.

მარკეტინგი

თუ წარმოადგენთ მომხმარებელს ან Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვიყენებთ სიახლეების გამოსაგზავნად თქვენთვის საინტერესო პროდუქტის ან მომსახურების შესახებ (ელფოსტით, ტექსტური შეტყობინებით, ტელეფონით ან ფოსტით) და/ან ინფორმაციის მოსაწოდებლად, რომელიც ჩვენს სერვისებს შეეხება (მათ შორის, ექსკლუზიურ შეთავაზებებს, აქციებს, ახალ სერვისებს ან პროდუქტებს).

ჩვენ ლეგიტიმური ინტერესი გვამოძრავებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვჭირდება თქვენი თანხმობა მარკეტინგული ინფორმაციის გამოსაგზავნად. თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, ცალკე და გარკვევით მოვითხოვთ თანხმობას.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს უარი თქვათ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე, ამისთვის:

  • დაგვიკავშირდით მისამართზე dpo@insights.com; ან
  • გამოიყენეთ „გაუქმების“ ბმული ელექტრონულ წერილებში ან „STOP“ ბრძანება მოკლე ტექსტური შეტყობინებით თუ ელფოსტით.

პერსონალური მონაცემების გაყიდვა

 

Insights თქვენს დამსაქმებელს ან ორგანიზაციას თანხას ახდევინებს Insights-ის პროდუქტებში და/ან გაწეულ მომსახურებაში, მაგრამ არ ყიდის პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებზე.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მიზნებისთვის, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვუზიარებთ ისეთ მხარეებს, როგორიცაა, მაგალითად:

  • Insights-ის თანამშრომლები, კონტრაქტორები, Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსები და/ან ადმინისტრატორები, რომლებიც ჩართულები არიან Insights-ის ღონისძიებების  ხელშეწყობასა და ადმინისტრირებაში, წვდომა აქვთ Insights Online-ზე და შეუძლიათ პირადი პროფილებისა და Team Wheels-ის შექმნა.  გთხოვთ, გაითვალისწინოთ: Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსებს წვდომას ვაძლევთ Insights Online-ზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მიზნებისთვის.  რადგან Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი არის თანამშრომელი, პირდაპირი კლიენტი ან პარტნიორი, მას ასევე შეუძლია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები მომხმარებლის  ინსტრუქციების შესაბამისად.  მომხმარებელი პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის კანონებთან, მათ შორის, ინფორმაციის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

 

  • პარტნიორები, რომლებიც გაწვდიან Insight-ის პროდუქტებს ან/და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას;

  • Insights-ის სერვისის პროვაიდერები, რომლებიც მონაცემებს ამუშავებენ ჩვენი სახელით.  რადგან მონაცემთა გადამუშავების სპეციალისტებს ვიყენებთ, უზრუნველვყოფთ მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებას და მკაცრ ვალდებულებას ვაკისრებთ მათ, შეასრულონ ჩვენი ინსტრუქციები; და

  • სხვა მესამე მხარეები, რომლებიც გვჭირდება თქვენი ინსტრუქციების შესასრულებლად (მაგალითად, თქვენს მონაცემებს გავუზიარებთ სხვა მესამე მხარეებს თქვენი მოთხოვნის საფუძველზე);

  • პირები, რომლებიც მონაცემებს ამუშავებენ ჩვენი სახელით.  რადგან მონაცემთა გადამუშავების სპეციალისტებს ვიყენებთ, უზრუნველვყოფთ მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებას და მკაცრ ვალდებულებას ვაკისრებთ მათ, შეასრულონ ჩვენი ინსტრუქციები;

  • მესამე მხარეები, რომლებსაც ვირჩევთ ჩვენი ბიზნესის ან აქტივების ნაწილის მიყიდვის, გადაცემის ან გაერთიანების მიზნით. შესაძლოა, დავაპიროთ სხვა ბიზნესების შეძენა ან მათთან შერწყმა. თუ ჩვენს ბიზნესში ცვლილება მოხდება, ახალ მფლობელებს შეეძლებათ გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები იმავენაირად, როგორც ეს მითითებულია ამ დებულებაში;

  • ამას გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებლები Insights-ის პროდუქტებთან დაკავშირებულ მომსახურებას ეწევიან. ამ შემთხვევაში მათ უნდა მოგაწოდონ კონფიდენციალურობის სხვა დებულება ნებისმიერი იმ აქტივობის თაობაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დოკუმენტით. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ ამუშავებს მესამე მხარე პერსონალურ მონაცემებს;

  • თუ იყენებთ Insights Connections-ს, სხვა მომხმარებლები, რომლებსაც შეუძლიათ იხილონ თქვენი პირადი სივრცე, თქვენ მიერ ატვირთული ნებისმიერი კომენტარი ან მასალა, ასევე, კონკრეტულ რესურსებთან ან შინაარსთან დაკავშირებით გამოხატული უკუკავშირი ან შეფასება;

  • IT პერსონალი, რომელიც მზადაა დახმარება გაგიწიოთ Insights Online-თან, Insights Connections-თან, Insights-ის სხვა სისტემებთან, პორტალებთან ან პლატფორმებთან დაკავშირებით;

  • პროფესიონალი მრჩევლები, მათ შორის იურისტები, ბანკირები, აუდიტორები და მზღვეველები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკონსულტაციო, საბანკო, იურიდიულ, სადაზღვევო და საბუღალტრო მომსახურებას; და

  • HM Revenue & Customs, მარეგულირებელი ორგანოები და სხვა დაწესებულებები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევაში ითხოვენ მონაცემთა დამუშავების შესახებ ანგარიშგებას.

თუ Insights-ის პროდუქტებზე წვდომა გაქვთ ერთ-ერთი პარტნიორის მეშვეობით, მას გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა დავეხმაროთ Insights პროდუქტების ადმინისტრირებასა და მოწოდებაში.

Insights-ის ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთისთვის პერსონალური მონაცემების გაზიარება. ჩვენ გვაქვს ჯგუფის შიდა შეთანხმებები, რათა უზრუნველვყოთ ამ გზით გაზიარებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემის დაცვა.

ჩვენ მესამე მხარეებისგან მოვითხოვთ, პატივი სცენ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას და მოექცნენ მათ კანონის შესაბამისად.  თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომას ვაძლევთ მხოლოდ მათ, ვისაც ეს სჭირდება ამ დებულებაში ასახული მიზნებისთვის.

სად ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების შესანახად ვიყენებთ AWS ევროპულ მონაცემთა ცენტრებს, Azure Office 365 Cloud Services-ს და ოფისებს ჩვენი ჯგუფის კომპანიებში, მესამე მხარის სააგენტოებში, პარტნიორების, სერვისის პროვაიდერების, წარმომადგენლებისა და აგენტების დაწესებულებებში, როგორც აღწერილია ზემოთ.

ზოგიერთი მესამე მხარე შეიძლება დაფუძნებული იყოს ევროპის ეკონომიკური ზონის ან იმ ტერიტორიის გარეთ, სადაც იმყოფებით.

თქვენი პერსონალური მონაცემების გადატანა იმ ტერიტორიიდან, სადაც იმყოფებით — საერთაშორისო გზავნილები

ჩვენი მომსახურების მოსაწოდებლად, ზოგჯერ საჭიროა თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება დიდი ბრიტანეთის, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ან იმ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, სადაც იმყოფებით, მაგალითად:

  • ჩვენს ოფისებთან ან ჩვენი ჯგუფის სხვა კომპანიებთან;
  • ჩვენი სერვისის პროვაიდერებთან;
  • ჩვენსმომხმარებლებთან;
  • ჩვენს აკრედიტებულ პრაქტიკოსებთან;
  • ჩვენს პარტნიორებთან;
  • თუ იმყოფებით დიდი ბრიტანეთის/ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, ამ სივრცის შიგნით არსებულ ჩვენს სერვერებთან და შემდეგ ისევ თქვენს ტერიტორიასთან
  • როდესაც ჩვენგან მოწოდებულ მომსახურებას აქვს საერთაშორისო მასშტაბი, მაგალითად, თუ ესწრებით Insights-ის ღონისძიებას ვირტუალურ ფორმატში თქვენი ქვეყნის გარეთ მყოფ პირებთან ერთად.

თქვენს მონაცემებს საზღვარგარეთ ვგზავნით მხოლოდ მაშინ, როცა გვაქვს შესაბამისი გარანტიები და კანონიერი საფუძველი იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემთხვევითი დაკარგვა, არაავტორიზებული გზით გამოყენება ან წვდომის მოპოვება, შეცვლა თუ გამჟღავნება. ამას გარდა, თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომას ვუზღუდავთ იმ თანამშრომლებს, აგენტებს, კონტრაქტორებს და სხვა მესამე მხარეებს, ვისაც ამ ინფორმაციის მოპოვება ბიზნეს ინტერესებისთვის სურთ. ეს მხარეები თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ჩვენი მითითებით ამუშავებენ და იღებენ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.

ჩვენ შევიმუშავეთ პროცედურები, რათა პერსონალური მონაცემები დავიცვათ, თქვენ და ნებისმიერ მოქმედ მარეგულირებელს კი გაცნობოთ დარღვევის შესახებ მაშინ, როცა ეს კანონით მოგვეთხოვება.

რამდენ ხანს შეინახება თქვენი პერსონალური მონაცემები

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მანამ, სანამ ეს გვჭირდება შეგროვების მიზნების მისაღწევად, მათ შორის ნებისმიერი სამართლებრივი, მარეგულირებელი, საგადასახადო, ბუღალტრული ან ანგარიშგების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ უფრო დიდი ხნის ვადით, თუ წარმოდგენილია საჩივარი ან ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სასამართლო დავის წარმოება დაიწყოს თქვენთან მიმართებაში.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადის დასადგენად განვიხილავთ მონაცემების რაოდენობას, ხასიათს და სენსიტიურობას, ასევე ზიანის რისკს მათი არაავტორიზებული გამოყენების ან გამჟღავნების შემთხვევაში. სწორედ ამ განზრახვით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ვცდილობთ იმის დადგენას, შეგვიძლია თუ არა ამ მიზნების მიღწევა სხვა საშუალებებითა და მოქმედი სამართლებრივი, მარეგულირებელი, საგადასახადო, ბუღალტრული თუ სხვა მოთხოვნების დაცვით.

შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ჩვენი ჩანაწერებიდან თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, თუ გამოგზავნით ელექტრონულ წერილს მისამართზე: dpo@insights.com

თქვენს პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება შეგროვების მიზნებისთვის, როგორც ეს მითითებულია ამ დებულებაში.  Insights-ის პროდუქტებთან, მათ შორის პირად პროფილთან, ფერთა არჩევანთან და Team Wheel-თან დაკავშირებით, ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ამ პროდუქტების გენერირებისთვის უმოქმედობის ბოლო თარიღიდან 3 წლის განმავლობაში, თუ არ გვთხოვთ მათ შენახვას ან წაშლას 3 წლიანი პერიოდის გასვლამდე.

ჩვენ ავტომატურად წავშლით ან ანონიმურს გავხდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც მათი შენახვის მიზანი აღარ იარსებებს.  ანონიმიზებული პერსონალური მონაცემებით შესაძლებელი არ არის თქვენი იდენტიფიცირება და, კანონის თანახმად, ასეთი მონაცემები არ უქმნის საფრთხეს ინდივიდუალურ თავისუფლებებს. ანონიმიზებული მონაცემების გამოყენება ნებისმიერი მიზნით შეგვიძლია.

თქვენი პერსონალური მონაცემები სრულად ანონიმიზების შემდეგ გამოიყენება ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების ტესტირებისას, კვლევებში, მონაცემთა ანალიზის დროს, მომსახურების გასაუმჯობესებლად, ახალი პროდუქტების შესაქმნელად თუ მათი მახასიათებლების შესამუშავებლად, და სხვ.

შეგვიძლია ანონიმიზებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარებაც.

თქვენი იურიდიული უფლებები 

გარკვეულ გარემოებებში მონაცემთა დაცვის კანონით გენიჭებათ უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. ამ უფლებებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

წვდომა

თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის მიღების უფლება

გასწორება

თქვენს პერსონალურ მონაცემებში ნებისმიერი შეცდომის გასწორების მოთხოვნის უფლება

დავიწყება

თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის მოთხოვნის უფლება

დამუშავების შეზღუდვა

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შეზღუდვის მოთხოვნის უფლება

მონაცემთა პორტატიულობა

უფლება, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები უკან დაგიბრუნდეთ სტრუქტურირებულ, გამოყენებად და მანქანისთვის ადვილად აღსაქმელ ფორმატში და/ან ეს მონაცემები გადაეცეს მესამე მხარეს

გაპროტესტების უფლება

გაპროტესტების უფლება:
— ნებისმიერ დროს, როცა თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება პირდაპირი მარკეტინგისთვის (პროფილის შედგენის ჩათვლით);
— ზოგიერთ სხვა სიტუაციაში, როცა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას განვაგრძობთ, მაგალითად, თუ ინფორმაცია მუშავდება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებისთვის.

უფლება, არ დაექვემდებაროთ ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს

უფლება, არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებული დამუშავების გადაწყვეტილებას (პროფილის შედგენის ჩათვლით), რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ პრობლემებს ან მნიშვნელოვნად აისახება თქვენზე

თუ გსურთ რომელიმე ამ უფლების გამოყენება, გთხოვთ, ელექტრონული წერილი გაუგზავნოთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს მისამართზე dpo@insights.com ან გვაცნობოთ:

    • რომელი უფლებების გამოყენება გსურთ და
    • ინფორმაცია, რომელსაც თქვენი მოთხოვნა ეხება.

გადახდა საჭირო არაა

თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომისთვის (ან რომელიმე სხვა უფლების გამოსაყენებლად) თანხის გადახდა არ მოგიწევთ. თუმცა, შეიძლება დაგაკისროთ გადასახადი, თუ თქვენი მოთხოვნა აშკარად უსაფუძვლო, განმეორებადი ან გადაჭარბებული იქნება. ამას გარდა, შეგვიძლია უარი გითხრათ თქვენი მოთხოვნის შესრულებაზე მსგავს ვითარებაში.

რა შეიძლება თქვენგან დაგვჭირდეს

ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენგან კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნა, რათა დავადგინოთ თქვენი ვინაობა და თქვენი პერსონალური მონაცემების გამოთხოვნის (ან რომელიმე სხვა) უფლების უზრუნველყოფა შევძლოთ. ეს არის უსაფრთხოების ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ პერსონალური მონაცემები არ მოიპოვონ არაავტორიზებულმა პირებმა. ასევე, შეიძლება დაგიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ მოითხოვთ ჩვენგან პასუხის დაჩქარებას.

რეაგირების ვადა

ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველა ლეგიტიმურ მოთხოვნას ერთი თვის განმავლობაში. თუ თქვენი მოთხოვნა განსაკუთრებით რთულია, ან რამდენიმე მოთხოვნით მოგვმართეთ, შესაძლოა ერთ თვეზე მეტი დროც დაგვჭირდეს. ამ შემთხვევაში დაგიკავშირდებით და სიახლეებს პერიოდულად მოგაწვდით.

იმისთვის, რომ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ თქვენი თითოეული უფლების შესახებ და გაიგოთ, რომელ გარემოებებში შეგიძლიათ ამ უფლებებით სარგებლობა, იხილეთ დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისრის ოფისის (ICO) სახელმძღვანელო მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულების შესაბამისად ინდივიდუალური უფლებების გამოყენების შესახებ.

როგორ წარვადგინოთ საჩივარი

 

ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე ან მოვაგვაროთ პრობლემა, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენების შედეგად.  თუმცა, უფლება გაქვთ საჩივარი შეიტანოთ სამეთვალყურეო ორგანოში, მათ შორის, ევროკავშირის (ან ევროპის ეკონომიკური ზონის) იმ სახელმწიფოში, სადაც მუშაობთ, ცხოვრობთ ან სადაც მოხდა მონაცემთა დაცვის კანონების სავარაუდო დარღვევა.

დიდი ბრიტანეთის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს ინფორმაციის კომისარი, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ონლაინ მისამართზე https://ico.org.uk/concerns ან ტელეფონით: 0303 123 1113.  იმის მიუხედავად, იმყოფებით თუ არა დიდ ბრიტანეთში, ინფორმაციის კომისართან დაკავშირება ყოველთვის შეგიძლიათ.

შვეიცარიის, ევროპის ეკონომიკური ზონის და ზოგიერთი არაევროპული ქვეყნის (მათ შორის, აშშ-ის და კანადის) ხელისუფლების ორგანოების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

როგორ დაგვიკავშირდეთ

დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელფოსტით, ფოსტით ან ტელეფონით:

DPO@insights.com

Insights Learning & Development Ltd

Terra Nova

3 Explorer Road

Dundee

DD2 1EG

+44 (0)1382 908050

ლექსიკონი

ადმინისტრატორი არის პირი, რომელსაც წვდომა აქვს Insights Online-ზე, რათა Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსს   დაეხმაროს თავისი ანგარიშის ადმინისტრირებაში და Insights-ის რამდენიმე პროდუქტის მიწოდებაში.  

ფერთა არჩევანი გულისხმობს თქვენს პირად პროფილში მითითებულ ფერთა პრეფერენციებს.  მათი მიზანია, დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ როგორ ურთიერთობთ და ამყარებთ კავშირს სხვებთან.   ფერთა არჩევანი წარმოადგენს ფერთა ენერგიების ნაზავს.  ფერთა ენერგიები კი არის იმ ყველაფრის ფერადი საფუძველი, რასაც ვასწავლით, რადგან გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შეცნობისთვის.  იმის მიუხედავად, რომ ბუნებრივი მიდრეკილება გექნებათ რომელიმე ერთი ფერის ენერგიისადმი, ჩვენ ყველანი ფერთა ენერგიის ნაზავს წარმოვადგენთ და შეგვიძლია ავირჩიოთ ან უარვყოთ კონკრეტული ფერები საჭიროების შემთხვევაში.  ფერები წარმოადგენს პრეფერენციებს და არა უნარების საზომს. იმის მიუხედავად, რომ ფერთა ნაზავი შეიძლება ზედმიწევნით აღგწერდეთ, ის თქვენ არ განგსაზღვრავთ.  ფერთა ენერგია ცვალებადია და არა სტატიკური. ის შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეძლოთ, უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს.

ფერთა ენერგიების კომბინაციას განსაზღვრავს თქვენი  Team Wheel-ის პოზიცია.

სამართლებრივი ვალდებულების შესრულება  გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როცა ეს აუცილებელია სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულების შესასრულებლად, რომელსაც ვექვემდებარებით.

მომხმარებელი ნიშნავს Insights-ის მომხმარებელს, იქნება ეს პირდაპირი კლიენტი თუ პარტნიორი.

 

პირდაპირი კლიენტი ნიშნავს Insights-ის მომხმარებელს, რომელიც ყიდულობს Insights-ის პროდუქტებს შიდა გამოყენების მიზნით (ანუ თავისი თანამშრომლებისთვის).  პირდაპირი კლიენტი ნიშნავს Client Practitioner-ს, რომელსაც აქვს Insights-ის პროდუქტების პირდაპირი კლიენტისთვის მიწოდების აკრედიტაცია.

Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი  წარმოადგენს პირს, რომელიც Insights-ის მიერ არის აკრედიტებული ერთი ან რამდენიმე Insights-ის პროდუქტის გამოსაყენებლად და მისაწოდებლად.  Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსები შეიძლება იყვნენ:

  • Insights-ის თანამშრომლები ან კონსულტანტები;
  • დასაქმებულები თქვენი დამსაქმებლის ან ორგანიზაციის მიერ; და/ან
  • Insights-ის პარტნიორის თანამშრომლები/კონსულტანტები ან დისტრიბუტორები.

თუ Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი   დასაქმებულია თქვენი დამსაქმებლის ან ორგანიზაციის მიერ, მას ეწოდება „Client Practitioner” და შეუძლია Insights-ის პროდუქტების მიწოდება თქვენი დამსაქმებლისთვის ან ორგანიზაციისთვის.

 

Insights Connections არის Insights Online-ის საზოგადოების ციფრული პლატფორმა Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსისთვის, რომელიც მოიცავს ვირტუალური დისკუსიის ფორუმსა და რესურსებს. ის შექმნილია იმისთვის, რომ Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსს ხელი შეუწყოს Insights-ის პროდუქტების მიწოდებაში. Insights Connections-ის კონფიდენციალურობის დებულება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Insights Discovery Accreditation ნიშნავს სასწავლო ღონისძიებას, რომელსაც Insights მართავს იმ პირებისთვის, ვისაც სურთ გახდნენ აკრედიტებული პრაქტიკოსები.

Insights Discovery Evaluator არის ფსიქომეტრიული ინსტრუმენტი, რომელსაც Insights იყენებს Insights-ის პროდუქტების შესაქმნელად. Insights Discovery Evaluator შედგება განაცხადების სერიისგან, რომლებშიც მონაწილემ უნდა მოახდინოს განაცხადების რანჟირება მისი პიროვნების და/ან პრეფერენციების შესაბამისად.  პასუხები დამუშავდება ჩვენი ალგორითმით, რომელიც შევიმუშავეთ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების განვითარების გზაზე მიღებულ ათწლეულების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რათა შეიქმნას Insights-ის პროდუქტები (როგორიცაა პირადი პროფილი და  Team Wheels).

 

Insights-ის ღონისძიება ნიშნავს მოხსენებას, სემინარს ან სასწავლო ღონისძიებას, რომელიც მოიცავს Insights-ის პროდუქტებს.

 

Insights Online არის Insights-ის ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც (i) პირებს წვდომა აქვთ Insights Discovery Evaluator-ზე; ხოლო (ii) Insights-ის მიერ ავტორიზებულ პირებს წვდომა აქვთ Insights-ის პროდუქტებზე.

Insights-ის პროდუქტებში იგულისხმება პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც შემუშავებული თუ ლიცენზირებულია Insights-ის მიერ ან არის ჩვენს კუთვნილებაში და იყიდება ან გამოიყენება Insights-ის სამარკო თუ სავაჭრო ნიშნებით.  ეს შეიძლება გულისხმობდეს პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა, მაგალითად, პირადი პროფილი, ფერთა არჩევანი და  Team Wheel.

მონაწილეში იგულისხმება პირი, რომელიც იღებს Insights-ის პროდუქტებს ან ესწრება Insights-ის ღონისძიებას (მაგალითად, პირი, რომელიც ავსებს Insights Discovery Evaluator-ს, ესწრება Insights-ის ღონისძიებას ან ფლობს პირად პროფილს).

პარტნიორი არის Insights-ის მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს Insights-ის პროდუქტებს, რათა ჩართოს ისინი საკუთარი მომხმარებლებისთვის მიწოდებულ პროდუქტებში, მომსახურებაში და/ან პროგრამებში.  პარტნიორებს ზოგჯერ ვუწოდებთ „დისტრიბუტორებს“.

 

პირად პროფილში იგულისხმება Insights Discovery Evaluator-ით გენერირებული თქვენი პერსონალური პროფილი.  პირადი პროფილი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ცნობიერების ამაღლებაში და, როგორც წესი, გამოიყენება სწავლის ან ინსტრუქტორის გამოცდილების მიღების კონტექსტში.  ის შედგება გრაფიკების, დიაგრამებისა და ტექსტური ნაწილისგან, რომლებიც აღწერს, როგორ შეუძლია თქვენი პრეფერენციების მქონე პირს გაიგოს მეტი საკუთარი თავისა და სხვების შესახებ. მაგალითად: ის შეიძლება მოიცავდეს თავს, რომელიც იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები სამუშაო გარემოში ან რა ღირებულებას წარმოადგენთ გუნდისთვის, როგორია თქვენი კომუნიკაციის სტილი, გაყიდვების ეფექტურობა, იდეალური სამუშაო გარემო, მართვის სტილი და სხვ.  პირად პროფილში იხილავთ თქვენს ფერთა არჩევანს და  Team Wheel-ის პოზიციას.

Team Wheel - Team Wheel ამოიცნობს და ასახავს გუნდის თითოეული წევრის ფერთა პრეფერენციებს, როგორც ეს მითითებულია მათ პირად პროფილში, ფერთა არჩევანის გამომსახველ ბორბლის ფორმის დიაგრამაზე.  „გუნდი“ ამ კონტექსტში შეიძლება ნიშნავდეს დეპარტამენტის გუნდებს, კოლეგების ან სხვა პირების გაერთიანებას, რომლებიც მონაწილეობენ Insights-ის ღონისძიებაში. თუ მონაწილეობთ Insights-ის ღონისძიებაში, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, Insights-ის ღონისძიებაზე დამსწრე პირები ქმნიან გუნდს.  Team Wheels იქმნება Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსების და ადმინისტრატორების მიერ და ხელმისაწვდომია თქვენი გუნდის სხვა წევრებისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის და პირდაპირი კლიენტებისთვის.

Team Wheels შექმნილია იმისთვის, რომ გუნდის წევრებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს და დაამყარონ უფრო ეფექტური კომუნიკაცია თითოეული წევრის ფერთა პრეფერენციების ამოცნობისა და გამოყენების გზით.

პროფილებისა და Team Wheels-ის გამოყენება და შექმნა რეგულირდება ჩვენი გამოყენების დაშვებული საშუალებების პოლიტიკით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.